USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
მიხეილ ყაველაშვილი: ჩემს შეურაცხყოფას ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მაგრამ ჩემი შვილისას - არავის!
дата:  

ჩვენ არ გავჩერდებით - ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა, რომელიც კანონის რუსულად შერაცხვასა და დეპუტატების მოღალატეებად შერაცხვას ემსახურებოდა, ლიბერალური ფაშიზმის შედეგია.

„შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ. ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. და დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით - ან დაამტკიცონ რომ ეს რუსული კანონია, ან [ვხედავთ] რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა, აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა.

1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს „საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს. იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ. ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია!

არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად - 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати