USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა - ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა
дата:  421

ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა- ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა უკვე დაწყებულია.

„გარდა იმისა, რომ ჯარის ბანაკი უნიკალური პროექტია, ასევე დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. წლიდან წლამდე სკოლების რაოდენობა გაიზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო მომავალში, ჩვენი მიზანია რომ ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო და მათ ჰქონდეთ ელემენტარული ზოგადი ცოდნა თუ რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა და რა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნქცია თუ დასჭირდა სამშობლოს და რას უნდა წარმოადგენდეს მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. რა თქმა უნდა, ჯარის ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ თქვენი ასაკის წარმომადგენელი , რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ პროექტში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати