USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყო
дата:  464
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ქალაქის გამწვანებას აგრძელებს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გზაგამყოფი კუნძულები მოაწყო.
 პროექტის ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე:
  • მოეწყო სარწყავი სისტემა და შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი
  • დაიგო ბალახის საფარი და დაირგო 1029 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  • სკვერებს შორის მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, ასევე მოეწყო საპარკინგე ადგილები
გამწვანების სამუშაოები ხელს უწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მწვანე საფარის ზრდას ურბანულ სივრცეში
ტერიტორიაზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესდა ქუჩის იერსახე.
გამწვანების სამუშაოები შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა.
мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати