USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
მიხეილ სარჯველაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საგამოძიებო კომისია არ შედგეს - ეს ძალიან მავნებლური ინიციატივაა
дата:  685

მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ძალიან მავნებლური ინიციატივაა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცენდენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში, პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე მაშინ, როცა ისინი მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივაა. მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ინიციატივა არ განხორციელდეს, რადგან მანკიერების მეტი შეუძლებელია ამ ინიციატივამ მოიტანოს, რაც არ უნდა კეთილშობილური მოტივებით ნასაზრდოებად მიგვაჩნდეს. მე არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რომ რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო ან მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას, რადგან ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად“ შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати