თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომას, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარებს, დისტანციურად ერთ-ერთი ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთვება.
როგორც სხდომაზე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.
“როგორც ვიცი, ტექნიკურად გამართული ეს საკითხი”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.