USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
მიხეილ სააკაშვილი - ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს
Date:  343

მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, მასთან დაკავშირებით, „მაგნიტსკის“ მსგავსი სიის შედგენის პროცესში ჩაერთონ.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „სააკაშვილის სიაში“ უნდა შევიდნენ პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და „მსგავსი სუბიექტები“.

"გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გამოსვლიდან მე გავიგე რამდენიმე რამ:
1. Სამინისტრო არ ენდობა არცერთი მისი შერჩეული ექიმის დასკვნას
2. ის, რომ ჩავარდნები მაქვს მეხსიერებაში, 50 კილო დავიკელი, ვერ დავდივარ და ა.შ. 2017 წლის კიევის მოვლენების ბრალი ყოფილა. Ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე - სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, შუმოკი მომიწყვეს და მომწამლეს თბილისში. ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.
ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.
Რაც შეეცება მსგავსი სუბიექტების გლობალური მაგნიცკის სიაში ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი."
 
 
 
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way