USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი - საკვებს არ მივიღებ, მზად ვარ სიკვდილისათვის
თარიღი:  993

სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს.

სააკაშვილის განმარტებით, მედიკამეტონტოზური მკურნალობა გონზე ყოფნაში დაეხმარება და „თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიიღებს მონაწილეობას მიმდინარე მოვლენებში“.

„ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახები მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდებ სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლსამჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც, ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზორვნება, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რომ სანამდეც შემეძლება დავეხმარო საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის