USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
მიხეილ სააკაშვილი - „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს - პრემიერ-მინისტრობისთვის
Date:  640

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კულტურის მოქმედ მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, თბილისის მერს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ერთი სული აქვს, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნება.

„მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით „გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way