USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
მიხეილ სააკაშვილი - კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს
дата:  584

მე კარგად ვიცნობ პუტინს, ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული, მე ის არ მახსოვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, უახლოეს პერიოდში, უკრაინელები ბახმუტს დაიბრუნებენ.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს. დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში, პუტინი ჩემს სტილში გავიდა ხალხში. ამხელა რუსეთში, ვერსად ვერ გარისკეს და ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში - დაღესტნის დერბენტში ჩაიყვანეს, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზება. ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე იმცირებს თავს, ეს ყველაფრის მთქმელია“, - წერს სააკაშვილი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати