საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც აქამდე მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება:
"აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია, აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის ნიშანი, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და საქართველოში იწყება ახალი ეპოქა. ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი - სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ ზოგადად, შემოქმედებით პროფესიებში. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი. თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ის, რომ დევი ჩვენთანაა, ეს ნიშანია, რომ გამარჯვებისკენ მივდივართ და აუცილებლად გვექნება გამარჯვება", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.