USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
მიხეილ სააკაშვილი - გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ
дата:  717

საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

“რუსეთის გარდა მსოფლიოში სხვა არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები ან განაჩენები. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ...

სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა”, - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის, რაც მის თავს ხდება არის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნათელი "მესიჯი".

“მან [ზელენსკიმ] რუსეთის აგრესიული ომის დასაწყისისას უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე, როგორც მე ვქენი, როდესაც 2008 წელს რუსი სამხედროები საქართველოში შემოიჭრნენ… ჩვენ, საქართველოში, მაშინ დავისაჯეთ ჩვენი წარმატებული რეფორმების გამო, ისევე, როგორც ზელენსკი ახლა იხდის ფასს მისი ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკისთვის. პოლიტიკისთვის, რომლის ნაწილი ვყოფილიყავი მქონდა პატივი”, - ამბობს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა.

“2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, სადაც ინსტიტუტები არ ფუნქციონირებდა. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს მთლიანი შიდა პროდუქტი ოთხჯერ გაიზარდა, კორუფცია თითქმის მთლიანად გაქრა და ჩვენ დავიწყეთ ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იყო სამწუხარო ინციდენტებიც, როგორიცაა ბანკირი სანდრო გირგვლიანის შემთხვევა, და რომელიც მიკერძოებულად იყო მოხსენებული. რეტროსპექტივაში, ვნანობ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან არ გავათავისუფლე”, - თქვა სააკაშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, იგი საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

“ამ ქვეყნის ისტორიაში როლი უკვე ვითამაშე და წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ ზელენსკისთან მუშაობის საშუალება მქონდა, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ლიდერად ვხედავ. საპირისპიროდ, ძალიან საცოდაობაა იმის ყურება, როგორ იქცევა საქართველო კრემლის საიდუმლო მოკავშირედ ამ ომში”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ადვოკატებისა და ექსპერტების დიდი რაოდენობის ფინანსურად შენახვას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დედამისს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია.

“დედაჩემს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაყიდვა მოუწია, მაგრამ ახლა მაინც არ გვაქვს ფული - არც იურიდიული საფასურებისთვის, არც სხვა რამისთვის. მაშ, საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, რომ სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტროკრატებივით სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მილიონები არ დავმალე? დედაჩემმა ბინის გაყიდვაც კი განიხილა. უსამართლო ბრძოლაში ვიბრძვით”, - თქვა სააკაშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати