USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის
თარიღი:  1051

„ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე წერს. მიხეილ სააკაშვილი გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში, პანდემიის ფონზე ჩატარებულ ხალხმრავალ შეკრებას გამოეხმაურა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია - ხალხის ერთიანობის და შემართების!.. ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის აქცია!..

როცა ვლაპარაკობთ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე განაპირობა იმან, რომ - როდესაც გამოაცხადეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ დაამარცხეს კოვიდი და სინამდვილეში ხელი არ გაუნძრევიათ აქტიური ღონისძიებების გასატარებლად.
კოვიდით დაინფიცირება, რეგიონში ახალი უპრეცედენტო რეკორდული ტალღა გამოიწვია უპასუხისმგებლობამ, კორუფციამ, ორმაგმა სტანდარტებმა და მუდმივმა ტყუილებმა და ეს ტყუილები გრძელდება!..

ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან სიტუაცია გაექცათ, არამედ იმითი, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მონაწილეს (აქ ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება) უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული..

მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად ჰგონია კოვიდის მეშვეობით შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს.
ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები.

საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას“, - წერს სააკაშვილი.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის