USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ
თარიღი:  651

ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ახლა ჩვენზე დამოკიდებული, გვინდა ამ სამარცხვინო უბედურებაში ყოფნა, თუ გვინდა აღვიდგინოთ ღირსება, დავიბრუნოთ თავმოყვარეობა და ჩვენი ხმები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად ევროპულ სივრცეში.

“მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში - იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს. როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, - განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, აშშ-ს “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საკუთარ დასკვნაში აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაწესებულ სტანდარტებს არ პასუხობს და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რა ხდება.

“საქართველო თავმოყვარე ქვეყანაა. არ შეიძლება ჩამორჩენილ მაჩანჩალებად დავრჩეთ! ამ სამარცხვინო უბედურებას ყველა ერთად მოვიშორებთ და აუცილებლად გავაპანღურებთ. საქართველო გააგრძელებს სწრაფ განვითარებას და ისევ ყველაზე მაგარი ქვეყანა იქნება რეგიონში“, - აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის