USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
თბილისი
მიხეილ სააკაშვილი - 100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება
თარიღი:  850

100 დღეში საქართველო ან გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება. საქართველო იშლება, ბოლომდე ჩამოხმა და გაუბედურდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

„თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად. უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. პრაქტიკულად ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, იმიტომ, რომ აქ თავს სახლში ვგრძნობ. მე არ ვგრძნობ თავს ემიგრანტად. აქ, კიევში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ეს არის ჩემი წრე, ჩემი ახლობლობა, მაგრამ სამშობლოს გარეშე დაჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. არც ერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს სამშობლოს გარეშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ახლა, შემდეგი 100 დღე არის გადამწყვეტი.

„საქართველოში ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას - დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი, ფეხი არ გაანძრიოთ, ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვენებ ტურისტებს?! ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო.

არ უშვებენ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება. ამიტომ, ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მომავლის, რწმენის განადგურებაზე მუშაობენ. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე.

ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშავოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს, ან აღარ გვაქვს. ან საქართველო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ და რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, რომ ის იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო ახსენებდა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა , მთელ რეგიონში ძალიან დიდი გავლენა მოვიპოვეთ, ახლა აბა ახლა რის ხარჯზე ვართ უკრაინაში ?! იმდროინდელი გავლენის და მონაპოვრების ხარჯზე რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს რამდენიმე ადამიანს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ. გატაცებაზე არიან, იმიტომ, რომ იციან, თავის დროზე საქართველოში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ.

ეს ყველაფერი მთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს... ეს რომ აღარ იყოს ახლა, თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვახდინოთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო:https://www.facebook.com/

სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.