USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
მიხეილ ჯიბუტი ხელისუფლებას საგანგებო ანტიკრიზისული ფონდის შექმნას თავაზობს
Date:  1021
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი  ხელისუფლებას საგანგებო ანტიკრიზისული ფონდის შექმნას თავაზობს:
 
"პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის, სასურსათო და ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი პროგრამების დასაფინანსებლად და გაუთვალისწინებული ხარჯებისათვის უნდა შეიქმნას საგანგებო ანტიკრიზისული ფონდი - ამ ფონდში, გარდა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დონორების, აგრეთვე საქველმოქმედო სახსრებისა უნდა შევიდეს თანხები , მიღებული ბიუჯეტში არსებული ხარჯების შემცირებით - უმკაცრესი მომჭირბეობის პოლიტიკის განხორციელების გამო.
ეს წყაროებია:
1.“სხვა ხაჯების“ შემცირება 25 % = 400 მლნ.ლ.;
2. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობის, ან შრომის ანაზღაურების შემცირება 20 % = 315 მლნ.ლ.;
3. დაგროვებითი პენსიის სისტემის გაუქმება = 500 მლნ . ლარზე მეტი
( აქედან, 300 მლნ. ლარი დაგროვებითი ფონდიდან (დასაზუსტებელია) +
200 მლნ. ლარი - დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების გაუქმება - ეკონომია 2020 ბიუჯეტის ხარჯებიდან) ( შენიშვნა : უკან დაბრუნებული თანხები ფიზიკურ პირებისა და დამსაქმებულთათვის გაზრდის გადახდისუნარიან მოთხოვნას).
4. სსიპ -საპენსიო სააგენტოს გაუქმება = 5 მლნ. ლ. =ეკონომია 2020 ბიუჯეტის ხარჯებიდან;
5. საქონელი და მომსახურების ხარჯების ეკონომია 20% = 270 მლნ.ლ.;
6. კოდი 44 00 “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია -სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ გაუქმება = 2,46მლნ.ლ = ეკონომია 2020 ბიუჯეტის ხარჯებიდან
7. კოდი 03 00 საქართველოს ბიზნესომბუდსმების აპარატი - სახელმწიფო დაფინანსების მოხსნა = 0,7მლნ.ლ;
8. კოდი 42 00. სსიპ საზოგადოებრივიმაუწყებელი შემცირება 50% = 35 მლნ.-
ეკონომია 2020 ბიუჯეტის ხარჯებიდან ( კონცენტრაცია საგანმანათლებო პროგრამებზე);
9. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი = 50 მლნ.ლ. -გადატანა ანტიკრიზისულ ფონდში;
10.რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებს ფონდი - შეკვეცა 30% = 105 მლნ. ლ.;
11. კოდი 50 00- სსიპ -რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - შეკვეცა= 4,0 მლნ. ლ.
სულ 1 652 160 000 ლარი.
აღნიშნული მონაცემები შეიძლება დაზუსტდეს ინსაიდერული ინფორმაციით, თუმცა ამ სიდიდეებში დიდი რესურსია გაანგარიშებისას ჩადებული.
ამასთან, სახელმწიფო უწყებების ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დამატებითი რესურსების მოძებნა, ამისათვის საჭიროა:
- კარანტინზე მყოფი ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის კარანტინის პერიოდისათვის სამეურნეო, ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება;
-კარანტინში მყოფი პარლამენტარებისათვის საპარლამენტო ფრაქციებისა და პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობის ხარჯების შემცირება ( 7 მლნ.ლარზე მეტი);
- ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელფასებზე დანამატების გაუქმება 2020 წლისათვის;
- პერსონალური სამსახურეობრივი მანქანების გაუქმება პირველი პირების გარდა;
- ინსტიტუციური დაზღვევის გაუქმება და ინდივიდუალურ დაზღვევაზე გადასვლა, გარდა იმ შემთხვევისა თუ სადაზღვევო კომპანიები მენიუში შეიტანენ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობას;
-პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაუქმება (14მლნ.ლარზე მეტი);
-“Check in Georgia” ხაზით კონცერტების გამართვის ხარჯების გაუქმება
და სხვა
აღნიშნულს უნდა დაემატოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მონეტიზაცია და მისი ასახვა ბიუჯეტის ხარჯებში ანტიკრიზისული ფონდისათვის.
ამრიგად,
1.საგანგებო პროგრამების განხორციელებისათვის უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული ფონდი, ხოლო არაპროგნოზირებადი ფაქტორები ქმნიან იმის აუცილებლობას, რომ ამ ფონდში მოულოდნელი რისკების შემთხვევისათვის არსებობდეს თავისუფალი ფული .
2. 2020 წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელია ამ ფონდისათვის 1, 5 – 2,0 მლრდ. ლარის სახსრების გამოთავისუფლება უმკაცრესი მომჭირნე რეჟიმზე გადასვლის შემთხვევაში.
3. აღნიშნული არის ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის მაშინ , თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, ხოლო საკითხის გადადების შემთხვევაში ამ ფასის სიდიდე შეიძლება შეუწვდომლად ძვირი გახდეს ქვეყნისათვის."
business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way