USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
მიხეილ ჯიბუტი - მეზობლების ომის შედეგები საქართველოსათვის
дата:  1295
აზერბაიჯან - სომხეთის ომი 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღე!) დაიწყო და 10 ნოემბერს სამხრივი (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) ხელშეკრულებით დასრულდა.
 
ამ ხელშეკრულებას ხელმოწერის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა არ გააჩნია! ის დისტანციურად იქნა ხელმოწერილი. ამასთან, ხელმოწერისას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები: ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ვირტუალურ სივრცეში ჩანდნენ, ხოლო სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არც გამოჩენილა.
 
აზერბაიჯანმა დაიბრუნა სომხების მიერ (მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახით) საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანის სსრ -ში შემავალი ტერიტორიები -ყოფილი მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის გარეთ მთლიანად, ხოლო ყოფილი ოლქის საზღვრებში მესამედი. ხელშეკრულების შესასრულებლად რეგიონში 5 წლით, შემდგომში ამ ვადის გაგრძელების მექანიზმით, შევიდნენ რუსი "მშვიდობის დამცველები". საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესების განვითარების დროს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო -პოლიტიკური კრახის პრეცედენტი. მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედროების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბრუნება, რა ფორმით, ეს სხვა საკითხია. ყველაფერი ეს ახალ დინამიკას იძენს და უშუალოდ, ათასი ხაზით დაკავშირებულია საქართველოსთან. საჭიროა მოსალოდნელი ცვლილებების გათვლა და საქართველოს მზადყოფნა ამ ცვლილებებისადმი იმის მიხედვით, თუ რა იქნება დადებითი და რა უარყოფითი საქართველოსათვის.
 
საქართველოს ეკონომიკურად დამაზიანებელი ერთი შედეგის შესახებ. 10 ნოემბრის ხელშეკრულებით ნახჭევანსა და აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიას შორის შეიქმნება დამაკავშირებელი დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე სიუნიქის (სისაკან, ქართულად -სივნიეთი) რეგიონში. ჯერ ერთი, ასეთი რამ ჯერ არასდროს არ ყოფილა და ეს არის სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დათმობა ამ ომის შედეგად და მეორეც, ამით შეიქმნა აზერბაიჯანისათვის (აგრეთვე შუა აზიისათვის) საქართველოზე გამავალი თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზის ალტერნატიული მიმართულება. აზერბაიჯანს სახმელეთო გზით შეეძლება თურქეთთან და პირიქით, დაკავშირება საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გარეშე!
 
ეს გზა ბაქო -თბილისი - ყარსის რკინიგზასთან ერთად კუპეში როგორ გადაანაცვლებს ტვირთების ნაკადს -ესაა დასათვლელი, ხოლო რომ გადაანაცვლებს ფაქტია. დროთა განმავლობაში, მოსალოდნელის, რომ სომხეთი აღიარებს საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებს და ეს შექმნის კიდევ ახალ შესაძლებლობებს საქართველოს გარეშე საგარეო ეკონომიკური კავშირებისათვის!
საქართველოს ამ დროს ამისთვის არ სცალია: ან სძინავს, ან არჩევნების ფალსიფიცირების სისტემაში ცხოვრობს.
 
მიხეილ ჯიბუტი
общество
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати