USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
მიხეილ ჯიბუტი - ან სიცოცხლე ან უწესრიგობა
дата:  1995

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტ, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, დედაქალაქის ცენტრში უწესრიგობის აღმაშფოთებელ მაგალითებზე წერს:

"გა(და)კვირვებული თვალით... ან სიცოცხლე,ან უწესრიგობა
Нет описания фото.საქართველოს ყველა, როგორც გსურთ ისე თქვით - გამოწვევა, თუ პრობლემა, - ესაა წესრიგის პრობლემა, რომელიც დღეს თავს იჩენს უწესრიგობის სახით ყველაფერში - დიდსა და პატარაში, მნიშვნელოვანსა და წვრილმანში, ქალსა და კაცში, ოჯახსა და ქუჩაში,სახელმწიფოს მართვასა და ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში, საზოგადოსა და კერძოში...
უწესრიგობის აღმაშფოთებელი მაგალითია რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის სახელმწიფო შენობის წინ ღობე, რომელსაც არ აქვს არავითარი მინიშნება თუ რატომ , რისთვის,ან ვის მიერაა შემოვლებული და რომელიც გადაქცეულია სიტყვის თავისუფლების გამოხატვის სახალხო დაფად . ასევე საშინელი შესახედია პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს რუსთაველზე მდებარე "ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის" კერძო შესანიშნავი შენობა ჩამსხვრეული მინითა და დიქტით ამოვსებული ღიობით.
На изображении может находиться: небо и на улицеუწესრიგობას, გულგრილობას, ქალაქისადმი, სტუმრისა და შინაურის ესთეტიური აღთქმისადმი უყურადღებობას ერთნაირად შეჩვეულია და არ აწუხებს არც საჯარო და არც კერძო ინსტიტუციას.
არ გვაწუხებს ჩვენც, რამეთუ სხვაგან ჩვენ ჩვენს უწესრიგობას ჩავდივართ- , ჩვენი გავლენის სფეროში ჩვენ ჩვენს ბოსტანს ვღობავთ და ჩვენს ფანჯრებში მინებს არ ვსვამთ!
ჩვენ არაფერი არ გვინდა გავიღოთ სხვისთვის! ჩვენ წესრიგი გვინდა მხოლოდ ჩვენთვის!
მაგრამ ასე რა გამოვა კორონავირუსთან? ის ხომ არ ჩანს? ის ხომ უწესრიგობის ვირუსია? საკმარისია ასი ათასში, მილიონში ერთი უწესრიგო და ყველა შეიძლება დაავადდეს! დღეს თუ კორონავირუსი არ გაქვს- რაშეღავათია? უწესრიგო გარემოში მისგან რა გიცავს?
წესრიგი ყველგან - აი, გამოსავალი და თუ ეს დღემდე ევრისტიკულად ვერ იქნა ჩვენს მიერ გაცნობიერებული, ეხლა მაინც უნდა გავაცნობიეროთ და გადავირჩინოთ თავი, თორემ კორონავირუსი დააყენებს ალტერნატივას : ან დათმობ უწესრიგობას, ან სიცოცხლეს!"

 
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати