USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
მიხეილ ჩხენკელი საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენას გეგმავს
თარიღი:  806

განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენა სურს. მან ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.

ჩხენკელის თქმით, სააგენტოს ამოქმედებისთვის საქართველო აპირებს მონაწილეობა მიიღოს  Horizon Europe–ის საგრანტო კონკურში.

“ჭეშმარიტი მეცნიერი გახლდათ ჯუმბერ ლომინაძე (კოსმოსური სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე). მეცნიერების სიყვარული ზოგადად არის გადამდები და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ის კოსმოსური სააგენტო, რომლის იდეა ჯუმბერ ლომინაძისგან მოდის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით 21–ე საუკუნეში. მე კონკრეტული გზა მინდა გითხრათ, როგორ ვაპირებთ ამას [აღდგენას]. როგორც იცით, ჩვენ ახლა ძალიან აქტიური მონაწილეები ვიქნებით Horizon Europe–ის საგრანტო პროცესში და ჩემი აზრით, სწორედ ამ პროგრამიდან ძალიან საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი დაფინანსება უნდა იყოს ამ კომოსური ცენტრის შექმნის მამოძრავებელი ძალა”,– აცხადებს ჩხენკელი.

მისივე თქმით, სასურველია, საქართველომ საგრანტო კონკურსში მონაწილება სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად მიიღოს.

“Horizon Europe–ში საგრანტო პროექტებს, რასაც ჩვენ გავაგზავნით, იქნება სხვა სახელმწიფოებთან ერთად გაკეთებული… ევროპის ქვეყნებთან… ჩემი აზრით, ჩვენი კოსმოსური სააგენტო არ უნდა იყოს იზოლირებული, სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი კოსმოსური სააგენტო იმ ევროპული ქვეყნის, ვინც გამთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან და მათთან ერთად შევიტანოთ წინადადება. შემდეგ თუ მივიღებთ დაფინანსებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ, საკმაოდ წინ წავალ ეს საქმე”,– განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის