USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მიხაილ პოდოლიაკი - ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს
თარიღი:  461

„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს“ - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, ეს ოფიციალური კიევის საჯარო პოზიციაა და მათ ამის არგუმენტირება შეუძლიათ.

„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ბიძინა ივანიშვილია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი ფულს რუსეთის ფედერაციაში შოულობს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ყველა, ვინც ფულს რუსეთში შოულობს, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან. ვისურვებდი ყველას ესმოდეს, მათ შორის იმ სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით საუბრობენ, გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან ომის შემდეგ ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან.

ის დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში რუსეთმა ჩაიდინა - მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების ხოცვა, მათი პასუხისმგებლობის საგანი იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებს. ამ თეზისების უარყოფა ძალიან რთულია, ეს ახსნას საჭიროებს, საერთოდ რატომ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს რამე გაყიდოს? რატომ უნდა იყოს საუბარი რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობებზე?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ხომ რთულია... მათ შორის, ბატონ ივანიშვილისთვისაც?!“ - განაცხადა პოდოლიაკმა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის