USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება
дата:  
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
 
დაგეგმილი სამუშაოების გამო, პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, გამრეკელისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის საათებში, გზის მხოლოდ ერთი მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე მხარეს მოძრაობა გახდება ორმხრივი. პირველ ეტაპზე შეიზღუდება ტანძიის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე, ხოლო მეორე ეტაპზე გამრეკელის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე.
 
პერიოდულად, 00:00-დან 06:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება ორ ეტაპად - ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე და ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
 
ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, ასევე, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელისა და ბურძგლას ქუჩების გამოყენებით, ხოლო ტაშკენტის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის შეზღუდვის პერიოდში მოძრაობა დასაშვები იქნება ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, საირმის, ტანძიის, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების საშუალებით.
 
საგზაო სამუშაოები სამი თვის განმავლობაში იწარმოებს, რაც საკომუნიკაციო და გაზის დაზიანებული ქსელების მოწესრიგებასაც ითვალისწინებს.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати