USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
მიცკევიჩის N23-ში ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
თარიღი:  539
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის N23-ში ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პირველ ეტაპზე, სამუშაოების შედეგად, 20 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა.
პროექტის ფარგლებში, 800 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და სარწყავი სისტემა. მოეწყობა საბავშვო სივრცე. დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება რულონური ბალახი და 80-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 411 231 ლარია გამოყოფილი, სამუშაოებს შპს „მონოლითი 2005“ ასრულებს.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე მოსახლეობას შეხვდა და პროექტი მათთან ერთად განიხილა.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის