საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია, იმის შესახებ, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ქვეყანა, რომელსაც ის თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება.
როგორც ინფორმაციის წყაროები ამბობენ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.