USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
მიანმარში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საარტილერიო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა
дата:  810

მიანმარში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საარტილერიო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები, - ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.

კაჩინის დამოუკიდებლობის არმიის (KIA) მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ორშაბათს ღამით განხორციელებული საარტილერიო დარტყმის შედეგად ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკი, კაჩინის შტატში კაჩინის დამოუკიდებლობის არმიის (KIA) სამხედრო ბაზიდან დაახლოებით, 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს.

მიანმარის კავშირის რესპუბლიკა (ბირმ. ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော်, აგრეთვე ბირმის კავშირი) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბანგლადეში და ინდოეთი, ჩრდილოეთიდან – ჩინეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. მისი ფარობი 676,678 კმ²-ია. 2017 წლის მონაცემებით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 54 მილიონია.ქვეყნის დედაქალაქია ნაიფიიდო, ხოლო უდიდესი ქალაქია – იანგონი. 1997 წლიდან მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.

მიანმარმა დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. 1962 წლის გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა.

დამოუკიდებლოს მოპოვების შემდეგ, მიანმარში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მუდმივად დაძაბულობა სუფევდა, რაც ხშირად დაპირისპირებაში იზრდებოდა. ამ ფაქტმა მიანმარის სამოქალაქო ომს დაუდო საფუძველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო ომია. ომის მანძილზე, გაერო და სხვა ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სისტემატურად აკეთებდნენ განცხადებებს. 1988 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს მმართველობა დამყარდა, რომელიც 2010 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, 2011 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან ქვეყანაში გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები და შემსუბუქდა ეკონომიკური სანქციები, თუმცა სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას მთავრობა კვლავ ვერ ახერხებდა, რომლის ძალადობრივი ქმედებებიც ხშირად საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მოიპოვა, თუმცა ქვეყანაში სამხედრო ძალები კვლავ დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ.

მიანმარი აღმოსავლეთ აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობის და BIMSTEC-ის წევრია.

მიანმარი მდიდარია ძვირფასი თვლებით, ნავთობით, ბუნებრივი აირითა და სხვა მინერალური რესურსებით. ქვეყანა ასევე განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. დიდი მეკონგის სუბრეგიონის ქვეყნებს შორის მიანმარში მზის ენერგიის პოტენციალი ყველაზე მაღალია.

2013 წლის მონაცემებით, მიანმარის მშპ 56.7 მილიარდი, ხოლო მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით 221.5 მილიარდი ამერიკული დოლარია.2016 წლის მონაცემებით, ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით მიანმარი მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 145-ე ადგილზე დგას.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати