USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
მეუფე შიო: მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისთვის
Date:  773

მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისის დროს.

„მადლობა ღმერთს, ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ჩვენ, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისთვის. ამისთვის გვმართებს ძვირფასო, დებო და ძმებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იღვწოდა და იბრძოდა ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის და პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ სიონში საზეიმო პარაკლისი აღავლინა. მრევლს კი ქადაგებით მიმართა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way