USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
მეუფე შიო: ღვთის მადლით, მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ.
дата:  

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა ასევე დალოცა ანსამბლები.

"არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს და ამას ვერ აცნობიერებს. როგორ ვლინდება ეს - ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. შესაძლებელია განკურნებაც ღვთის მადლით და მკვდრეთით აღდგომაც ჩვენი, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა მეუფემ.

мир
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати