USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
მეუფე შიო - ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ პატრიარქია
дата:  1705

პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიოს განცხადებით, კათოლიკოს -პატრიარქის, ილია მეორის წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ მთელი მსოფლიოს წინაშე პანდემიის მოვლენისადმი ჭეშმარიტი დამოკიდებულება დაამოწმა. ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლოცვა აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა გადასცა.

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ მოციქულების პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ქრისტიანი ქრისტიანულ დამოკიდებულებას უნდა ავლენდეს და მხოლოდ მატერიალურ მოხვეჭაზე არ უნდა ფიქრობდეს.

“ვალდებულები ვართ, სამოციქულო ღვაწლი აღვასრულოთ. ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი. არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს, ეს არაა ქრისტიანული. არამედ უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია. თუ ჩვენ გვაქვს ასეთი სიყვარული, როგორც დიდ მოციქულებს ჰქოდათ, მაშინ შევძლებთ ეს გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს და ჩვენი საქმიანაობა იქნება ისეთი, როგორც ამბობს უფალი: ვაი თქვენ, ფარისეველნო, ორგულნო”,- განაცხადა მეუფე შიომ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати