USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
მეუფე შიო - მოთმინებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი
дата:  953

დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ჯვარზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ვევედრებით ყველა წმინდანს, გამოვითხოვთ მათგან ლოცვა-კურთხევას, გვიკურთხონ ჩვენი ცხოვრებისეული გზა, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ეს ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან თუ სნეულებებისგან - ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, ჩვენი მაცხოვრის და უფლის მაგალითის შემხედველი, ღირსეულად, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით უნდა ვზიდოთ ეს ჩვენი ჯვარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა მორწმუნეებს მიულოცა ყველა წმინდანის ხსენება, რომელიც სულთმოფენობიდან პირველ კვირას აღინიშნება.

„ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი მფარველი წმინდანი, რომელთა ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება, მაგრამ აი, დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს ყველა წმინდანის ხსენებას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნე ადამიანის ანგელოზის დღეა დღეს. ასე რომ, გილოცავთ ყველას ანგელოზის დღეს.

რატომ არის ეს დღე დადგენილი? - ამით წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია გვაჩვენებს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოსვლა დედამიწაზე არ ყოფილა უნაყოფო, არამედ დიდი სულიერი ნაყოფი გამოიღო. და ჩვენ ვის არ შევხვდებით წმინდანთა შორის: მათ შორის არიან მამაკაცებიც და ქალებიც, ბავშვებიც, არიან მდიდრები და ღარიბები, არიან დიდებულები და უბრალო ადამიანები, არიან პატრიარქები, მღვდელმთავრები, მღვდლები, უბრალო ბერები, მონაზვნები, ერის ადამიანები, რომლებიც მთელ მსოფლიოში და ყველა დროში ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი ცხოვრებით, თავიანთი სიკვდილით, თავიანთი სისხლით დაამოწმეს, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება - ეს არის სიტყვა ცხოვრებისა, მაცხონებელი მოძღვრებაა და ბოძებულია ჩვენთვის მარადიული სიცოცხლისთვის; რომ ამ მოძღვრებამ, უფლის განკაცებამ, უფლის ცხოვრებამ, მისმა ტანჯვამ, ჯვარზე სიკვდილმა, მკვდრეთით აღდგომამ, ზეცად ამაღლებამ და სულიწმიდის მოვლინებამ დიადი სულიერი ნაყოფი გამოიღო კაცობრიობის ისტორიაში; რომ უფალ იესო ქრისტეს მიერ გახსნილ ცათა სასუფეველში მრავალი ადამიანი შევიდა.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ასეთი მონაკვეთი: უფალი იესო ქრისტე ეტყვის თავის მოციქულებს, რომ როდესაც იგი მობრძანდება მეორედ და დიდების ტახტზე დაბრძანდება ქვეყნიერების განსასჯელად, მაშინ მოციქულებიც თორმეტ ტახტზე დაბრძანდებიან მასთან ერთად და განსჯიან სოფელს. მაგრამ, მოგეხსენებათ, მაშინ მხოლოდ მოციქულებით შემოიფარგლებოდა წმინდანთა დასი, ამიტომ შემდგომში პავლე მოციქული დაამატებს და იტყვის ასეთ სიტყვებს: „წმინდანები განიკითხავენ სოფელს“, იგი ამბობს: „განა არ იცით, რომ წმინდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“

დღეს ასევე წაკითხული იყო წმინდა სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი“.

აი, დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ჯვარზე, ჩვენს ცხოვრებაზე და ვევედრებით ყველა წმინდანს, გამოვითხოვთ მათგან ლოცვა-კურთხევას, გვიკურთხონ ჩვენი ცხოვრებისეული გზა, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ეს ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან თუ სნეულებებისგან, რომლებსაც ღმერთი გვიგზავნის და ჩვენ ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, ჩვენი მაცხოვრის და უფლის მაგალითის შემხედველი, ღირსეულად, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით უნდა ვზიდოთ ეს ჩვენი ჯვარი.

გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო.

დღეს არის ნამდვილად დიდი და წმინდა დღე და ჩვენ გვმართებს, ვევედროთ ყველა წმინდანს, რომ მეოხ გვეყონ წინაშე ღვთისა, რომ ჩვენ ცოდვილები უკანასკნელ რიგებში მაინც დავდგეთ იმათთან, ვისაც უფალმა მისცა ხელმწიფება, ღმერთის შვილებად წოდებულიყვნენ და ვინც მეორედ იშვნენ არა ხორციელი ვნებისა და ხორციელი ნებისგან, არა მამაკაცის ნებისგან, არამედ იშვნენ ღმერთისგან, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ”, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати