USD 2.6281
EUR 2.9955
RUB 3.3666
Тбилиси
მეუფე შიო - დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების
дата:  1203

დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც უკვე 10 წელიწადია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით აღინიშნება და გადმოგცემთ მის დალოცვასა და კურთხევას. ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად და წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე, ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი - მამაკაცის, ქალის და ბავშვის ჰიპოსტასი. ადამიანი მოწოდებულია ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში ერთმანეთს უკავშირდება სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან გადაეცემა უმცროს თაობას სულიერი და კულტურული გამოცდილება. ამდენად, ოჯახი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის“,- განაცხადა მეუფე შიომ.

мир
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати