USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - ძალიან გამხდარია, ადამიანის უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია
дата:  338

გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ვივამედის“ კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში ყოფნისას მან სააკაშვილის ზეთი სცხო.

„ამ ბოლო დროს, ჩვენი საუბარი, ძირითადად, ამქვეყნიურ ამბებს არ ეხება, ეხება სულიერ საკითხებს. ამასწინათაც გამოვაცხადე და ახლაც უნდა ვთქვა - ჩემი პირადი სურვილია, ამ ადამიანმა გააგრძელოს უცხოეთში მკურნალობა. ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს. ეს 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და დავიწყებული ცოდვების მიტევებისთვისაც. მთლიანად წავუსვი ზეთი მთელ სხეულზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზეთი კურნავს ადამიანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ და მან უნდა იმკურნალოს. მთელი ამ საიდუმლოს დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული. გამხდარია ძალიან. უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის ვერ წარმომიდგენია. რამდენიც შევდივარ, იმდენჯერ ვამბობ, რომ უარესად მხვდება, მაგრამ ვერ ვიტყვი ვერაფერს ახლა იმიტომ, რომ იწვა. შეუძლებელია ამ ორი საათის განმავლობაში კონტაქტური იყოს ადამიანი, როცა მასზე ასეთ ძლიერ ლოცვებს კითხულობ. ჯანმრთელი ადამიანიც კი თვალს დახუჭავს და ისე მოისმენს.

რაც შეეხება იმ საკითხს, თვითდაზიანებაში რომ ადანაშაულებენ, ქრისტიანისთვის სასიკვდილო ცოდვად ითვლება თვითლიკვიდაციისკენ ნებისმიერი მიდრეკილება. ამაში ადანაშაულებენ მას. მე ვამბობ, რომ ეს დიდი ცოდვაა. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ამიტომ ჩემთვის როგორც მოძღვრისთვის, გამორიცხული თემაა. მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად იბრძვის სიცოცხლისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ვილოცო ამისთვის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати