USD 3.0967
EUR 3.4931
RUB 4.1048
Тбилиси
მეუფე ისაია: ჩვენი რწმენა გვავალებს რომ სახელმწიფოს დავუჯეროთ
дата : 04.16.2020 16:11  1414

  თუ სახელმწიფო არ ითხოვს მორწმუნეებისაგან უარყოფას ქრისტესი, რაღაცნაირად ჩვენი რწმენა გვავალებს კიდეც რომ დავუჯეროთ მათ. მით უმეტეს დღევანდელ დროში, როდესაც არის განსაცდელი, პანდემია ქვია ამას. რჩევები, რეგულაციები უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა და შეასრულოს” – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა. მეუფე ისაიას განცხადებით, კომენდანტის საათის დროს არ შესრულდება ღვთისმსახურება და სააღდგომა წირვა-ლოცვა დილით ჩატარდება.

„ქრისტიანები თავს დადებდნენ და წირავდნენ კიდეც, მაგრამ აქ სხვა სურათია, ეს არის ზრუნვა ჩვენთვის და მოყვასისთვის და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დილითაც შეიძლება შევასრულოთ წირვა. ვფიქრობთ, რომ კომენდანტის საათის დროს არ შევასრულოთ ღვთისმსახურებაც და ჩავატაროთ დილით. ასეთი გვაქვს ჩვენ განზრახვა. პატრულის ხალხი არიან მოსული და ჩვენ გადავეცით მათ მადლობა, რომ სამსახურს ეწევიან და გვეხმარებიან წესრიგის დაცვაში. აქ მორიდებულობის დრო არ არის. ვინმე თუ ვერ აკეთებს, რაც საჭიროა, შეიძლება მივუთითოთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მათ უნდა გამოასწორონ. თუ მონიშნული ადგილი არ არის ტაძარში ცარიელი, მაში ის გარეთ უნდა დადგეს. გარეთაც ჩანს, სად უნდა დადგნენ. სახელმწიფო მეთაურს რომ 24-საათიანი კომენდანტი გამოეცხადებინა, მე მაგალითად ვერ დავარღვევდი. ვერავის მოვუწოდებდი, მაგრამ იქ იყო ნათქვამი, რომ ეკლესიის კარი არ არის დაკეტილი და ადამიანებს არ ეკრძალებათ იქ მისვლა. უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, თუ არადა, უფრო მკაფიოდ უნდა ითქვას. განსხვავებული დამოკიდებულებაა საზოგადოებაში ამ საკითხების მიმართ, როგორც ხალხში, ისე მრევლშიც, თავად სასულიერო პირებშიც, მღვდელმთავრებშიც და სახელმწიფო სამსახურებშიც. ვინმეს რომ ჰკითხოთ, კორონავირუსი შეგეყაროსო, არავინ იტყვის, მინდაო. იქნებ, ასეთიც იყოს ვინმე. შენ მარტო შენ თავზე არ ხარ პასუხისმგებელი“,- განაცხადა მეუფე იასაიამ

бизнес
ვირების ფერმა „სახედარი"- მოთხოვნა გაიზარდა, ექიმები პირდაპირ უნიშნავენ პაციენტებს ვირის რძეს

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირის რძეზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, - საკითხზე ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, რეალიზაციის გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც შეიცვალა და „სახედარი“ დღეს არსებული ხარჯის გასტუმრებას არსებული შემოსავლებით ახერხებს.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც თემურ ლომიძემ განმარტა, ფერმაში საშუალოდ, თვში 130 ლიტრი რძე იწარმოება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1 ლიტრი რძის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან არ გვინდა ადგილობრივებისთვის ეს მიუწვდომელი პროდუქტი იყოს. მოთხოვნისა და რეალიზაციის ზრდის შესაბამისად, კომპანია დღეს არსებული შემოსავლით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ჯერ მოგებაზე არ გავსულვართ, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა“, - აცხადებს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ საქართველოში ვირის რძის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირის რძის პროდუქტის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ძალიან ბევრი ექიმი პაციენტებს ვირის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პირდაპირ უნიშნავს“, - განაცხადა მან.

ვირების ფერმა „სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

более
голосование
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
голосование
Кстати