USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
მეუფე იოანე - მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს
თარიღი:  890

მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, - ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნებს.

მისი თქმით, არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და მათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა. მეუფე ასევე აცხადებს, რომ „ხმებით თამაში ყოველთვის იყო“.

„არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის