USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
მეუფე იაკობი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი დაფიქრდნენ
Date:  553

 ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი  დღევანდელი ქადაგების დროს, გამოეხმაურა თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვინმეს რუსეთისკენ, რომ წაეყვანა ქვეყანა, უბრალო გამოსვლით უკან არ დააბრუნებდნენ.

„ვნახეთ თბილისში განვითარებული მოვლენები და ბევრს გაუკვირდა ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა, ასეთი სულიერი შემართება. ეტყობა, არ იცნობენ ქართველ ადამიანებს. უცხოელები რომ არ იცნობენ გასაგებია, მაგრამ ჩვენთანაც უკვირთ ხოლმე ახალგაზრდების გამოსვლა. თითოეულს უნდოდა კარგი ცხოვრება და ძიებაში არიან, რა არის კარგი, არ უნდათ რუსეთი და უნდათ საქართველო ისეთ ადგილას იყოს, სადაც სიკეთე იქნება და განვითარდებიან. რა არის კარგი? - მე მიხარია, რადგან ახალგაზრდა თაობა საუკეთესო თაობაა. ჩვენი თაობაც თუ გაგვახსენდება, გვახსოვს, რომ ჩვენზე გადაიარა საბჭოთა კავშირის ბოლოს რა სიმწარეც ხდებოდა და ჩვენ ვიყავით იმ ამბების მომსწრეები და მონაწილეებიც, თუ რამე სირთულე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდებში ისევ ქართული სული ჩქეფს და ჩვენი ერი არ გადაშენდება. აქ მთავარი ერთი რამ არის, ისინი გამოსულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი უნდოდათ თავისთვის და საქართველოსთვის. ჩემი ქვეყანა ვინმემ რუსეთისკენ, რომ წაიყვანოს ახალგაზრდებს წინ დავაყენებ?! მე გავალ თვითონ და მე და ჩვენი თაობა იქნება პირველი, რადგან არ გვინდა ახალგაზრდებს ცივი ნიავი მივაკაროთ, თუ რამე დარტყმაა, ჩვენ მივიღებთ. დაიჯერეს, რომ რუსეთში მიგვარბენინებდნენ და გამოვიდნენ, მაგრამ აწი მაინც დაფიქრდნენ, ვინმეს რომ რუსეთში წავეყვანეთ, უბრალო გამოსვლით სხვაგან გაგვიშვებდნენ, ან დაგაბრუნებდნენ?! შევხედოთ საფრანგეთში რა ხდება პენსიებზე, ლამის ხოცვა-ჟლეტა აქვთ. საქართველოში რამე, რომ ხდება მაშინ წუხან ხოლმე მსოფლიო ხელისუფლებებში რომ - ეს როგორ ხდება, დემოკრატიას მიხედეთ და რამე არ დააშავოთო. ახალგაზრდებსაც მივმართავ, ნუთუ მსოფლიოში, ჩვენს საზღვარს გარეთ უცხო ქვეყნის და უცხო ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი ადამიანი მაინც ჰგონიათ, რომ თითოეულ ჩვენგანზე მეტად უყვარს საქართველო, ამ სისულელეს ვინმე დაიჯერებს?! ეს ხომ დიდი სისულელეა.

 

საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?! 90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში თუ სხვადასხვა ალიანსში და დღეს რა დღეშიც ვართ, ხომ ხედავთ?! მოლდოვაც ახსენდებათ, უკრაინაც ახსენდებათ და საქართველოში იტყვიან ევროკავშირს და მაშინვე რაღაც უნდა მოხდეს.

ქართველი ადამიანი არასდროს არ უნდა დაემორჩილოს იდეოლოგიას. იდეა სხვა არის და იდეოლოგია სხვა. იდეოლოგია კომუნისტებს ჰქონდათ, ფაშისტებს ჰქონდათ და ჩვენ იდეოლოგიის მსხვერპლნი არ უნდა გავხდეთ“, - აღნიშნა იაკობმა.

მეუფე იაკობის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომი კიდევ დიდხანს არ დასრულდება.

„ახალგაზრდობას ვთხოვ, შეხედონ, რა ხდება მსოფლიოში. არის საშინელი ომი, ამას ჰქვია პროქსიომი. მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე. უნდა დავფიქრდეთ, არის დიდი ჭიდილი. რუსი ცდილობს ტერიტორიაზე დამკვიდრდეს და თან ფიქრობს, ცოტა ხანში ისე გამოფიტავს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ხალხი გამოვა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ და მაგით ეშველება რუსეთს. მეორე მხარე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში იარაღის გარეშე დარჩება რუსეთი და ასევე, ხალხი გამოვა და შეცვლის ხელისუფლებას. ეს ომი ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ჯვარი სწერია სხვა ტერიტორიებზეც რომ არ გადავიდეს. ჩვენ არ გვეშინია, თუ მტერი შემოვიდა დავხვდებით როგორც შეგვეძლება, მაგრამ ძალით ისეთ ომში რატომ უნდა ჩაერთო, რომელსაც ამერიკაც ერიდება და ევროპაც. საქართველოს რომ უჭირს, როგორ გვეხმარებიან?! მხოლოდ დემოკრატიისკენ მოწოდებით.

ჩემთვის სამარცხვინოა, უკრაინა, სანამ ომს დაიწყებდა ოპოზიციაც შევიწროებული ჰყავდა, ძირითადი ტელევიზიებიც დახურული ჰქონდა და კორუფცია როგორც რუსეთში, ისევე ყვაოდა და ომია და მიიღეს (ევროკავშირში), მოლდოვაც მიიღეს და ჩვენ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს.

როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობოებმა, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან.

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, თორემ ჯვარი გვწერია, რომ ან ევროპაზე, ან ამერიკაზე, ან ნებისმიერ ქვეყანაზე ვფიქრობდეთ, რომ მტერია.

ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება, არ ვიცი ომი, რომ მიმდინარეობს თავს იტყუებენ თუ რა არის, ვინ ვის დააკავებს და მაშინვე, ჩინეთმა რა გააკეთა?! ჩავიდა და შეხვდა, რადგან არაფრად არ ჩააგდო, რადგან იმ სასამართლოს წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი და არც რუსეთი. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში, რომ ჩააკითხონ ვინმე გაბედავს დაჭერას?! ვინმეს უნდა არეულობა?! თავისთან, რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ, რომ არ გავიდეს ფულს ხომ მაგაში იხდიან და იარაღითაც ხომ მაგიტომ ამარაგებენ?! ამიტომ, დაფიქრება გვმართებს.

კი ვიძახით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო, მაგრამ თავს თუ არ მოვიტყუებთ დაწყებულია უკვე და ღმერთმა ქნას, რა ტერიტორიაზეც არის იქაც დამთავრდეს და აღარ გაიშალოს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა იაკობმა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way