USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
მეუფე იაკობი - საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების შემდეგ ისეთი, რომ ნაწყენი იყოს
дата:  594

იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში. ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი. მათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ ქადაგებაში ხაზი გაუსვა საზოგადოების შერიგების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ახლა „გარჩევების დრო არ არის“.

„ვფიქრობ, კორონას კი ადვილად დავამარცხებთ და მათ შორის, ქართველები, მაგრამ რა ჭირიც ქვეყანაში გვაქვს, ეს ძალიან რთული დასამარცხებელი იქნება. ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, წინ რა გველოდება. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტყვი ახლა - სხვებივით არ ვამბობ ხოლმე, როგორც სადღეგრძელოს, ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე გაყოფილი აღარ ვიყოთ, ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.

ცოტა ხნის წინ, 4-ში, როცა დღესასწაული იყო, მაშინაც ვთქვი შერიგებაზე და ვცდილობ, რომ მხარედ არ გამოვჩნდე, თორემ ძალიან კარგად ვიცი, სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება, მაგრამ დგება დრო, „ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“, შეიძლება ასეთ სიტუაციაში ვიყოთ, დღეს მთავარია, რომ ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების სხვა ნაწილი იქნება, თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის, დაწყებული - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი, დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. იცით, მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია, ჩუმად ვარ, არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და ვინც საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს დავდექი, არ გამოვა ასე, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერს ერთად ყოფნა უნდა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის? „სარანჩებივით“ დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ“, - განაცხადა იაკობმა.

მან სინოდის წევრებს მოუწოდა, მხარეები არ გახდნენ და შერიგება „სადღეგრძელოდ ნათქვამი“ არ დარჩეს.

„როგორღაც უნდა შევიყვაროთ ქართველებმა ისევ ერთმანეთი, რომ უარესი არ დაგვემართოს და ვფიქრობ, ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვნახავთ, საქართველოში კაციც არ უნდა დაგვრჩეს შერიგების შემდეგ ისეთი, რომ ნაწყენი იყოს, ვინც ქართველია და ვისაც საქართველო უყვარს.

ვიცი, სად არის სიმართლე, საით უნდა წავიდეთ, მაგრამ ასეთი გარჩევების დრო, მითუმეტეს, გარეთ არ არის. უნდა დავსხდეთ, მძიმე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ყველა სათქმელს ვიტყვით და იმასაც მივაღწევთ, რომ ღმერთმა გულებიც გაგვითბოს, გონებაც გაგვინათოს და გონიერი გულით მივუდგეთ ყველაფერს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ და ყველას ვთხოვთ, მხარეები არ ვიყოთ, მითუმეტეს, სინოდის წევრებს ვთხოვ, ცუდად ნუ გამოჩნდებიან, მხარე არ გახდნენ, შერიგებაზე წავიდნენ, სადღეგრძელოდ ნათქვამი შერიგება არ გვინდა, მხარე თუ იყავი, ჩემთვისაც ცოტა რთულია მერე ასეთთან დალაპარაკება “, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати