USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
მეუფე იაკობი - გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით
Date:  

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ჭკვიან ხალხს მიმართა ეკლესიასთან გონივრულად იყვნენ“.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული“, „რუსული“, „რუსული“ გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.

სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება ასე არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ...ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! - ვნახოთ, ვისი აჯობებს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა.

„ყოველთვის გამიხარდება, რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წინდა დედოფალ ქეთევან წამებულს. ძალიან გთხოვთ ქალებს, ისე მოიქცეთ, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა სკანდალებით, რაღაც-რაღაცებით. თქვენ ღვთის ხატება ხართ, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს. სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა, თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით. ვინც ადამიანივით არ იქცევა, ვთხოვ შეხედოს, რა უფრო მოსაწონია, სკანდალი იქნება მოსაწონი, თუ წესიერი ქმედება“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასრულებისას მეუფე იაკობს ჰკითხეს ვინ იგულისხმა ჟანა დ’არკში, არის თუ არა ეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რაზეც აღნიშნა: „ არა, არა...მიხვდებოდით ამას, იცით კონკრეტული პიროვნება“.

ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „თუ ბრძოლა გაგრძელდა, არ გვინდა ეს გამოწვევა...თუ მივიღე გამოწვევა მარტო მე, ერთიც კი ვეყოფი მაგათ“.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way