ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება,თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში ალბათ მოვიკოჭლებთ, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.
"ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება , თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში, ალბათ მოვიკოჭლებთ, მაგრამ მეტი თავშეკავებაა საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, რაც მერე სანანებლად გაგვიხდება, რადგან ეს მოვლენები რაც ჩვენ ვიხილეთ, არამგონია ვინმეს მოსწონდეს, მითუმეტეს ადამიანი როცა რაღაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ჟურნალისტები გასაგებია ყოველთვის ვერ არიან ობიექტურები. ყველა მედია საშუალებას თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ტენდენციურობასაც კი ვხედავთ, ალბათ ეს გარკვეულწილად იმაზეც დაგვაფიქრებს, რომ ყველამ დახვეწოს თავისი პროფესიული საქმიანობა, თუმცა ახლა ოპერატორი როცა იღებს, მე ვერ ვხვდები მისი ბრალის ბრალეულობას. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ჩავაბნელოთ ქვეყანა და და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
"მე არ ვიცი იყვნენ თუ არა დაბარებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი , ვინც ქრისტიანობის საპირისპიროდ შესაძლოა იქცეოდა ცუდად”, - აღნიშნა მეუფემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.