USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
მეუფე გრიგოლი - ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ჩავაბნელოთ ქვეყანა და და ყველაფერი კარგად იქნება
თარიღი:  742

ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება,თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში ალბათ მოვიკოჭლებთ, - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

"ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება , თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში, ალბათ მოვიკოჭლებთ, მაგრამ მეტი თავშეკავებაა საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთი რამ, რაც მერე სანანებლად გაგვიხდება, რადგან ეს მოვლენები რაც ჩვენ ვიხილეთ, არამგონია ვინმეს მოსწონდეს, მითუმეტეს ადამიანი როცა რაღაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ჟურნალისტები გასაგებია ყოველთვის ვერ არიან ობიექტურები. ყველა მედია საშუალებას თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. ტენდენციურობასაც კი ვხედავთ, ალბათ ეს გარკვეულწილად იმაზეც დაგვაფიქრებს, რომ ყველამ დახვეწოს თავისი პროფესიული საქმიანობა, თუმცა ახლა ოპერატორი როცა იღებს, მე ვერ ვხვდები მისი ბრალის ბრალეულობას. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ჩავაბნელოთ ქვეყანა და და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

"მე არ ვიცი იყვნენ თუ არა დაბარებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი , ვინც ქრისტიანობის საპირისპიროდ შესაძლოა იქცეოდა ცუდად”, - აღნიშნა მეუფემ.

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის