USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
მეუფე ანტონი ჟურნალისტებისგან დაცვას კანონით ითხოვს
дата:  639

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებისგან დაცვას კანონში ცვლილებების შეტანით ითხოვს. მისი თქმით, ინტერვიუ უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ამას კანონი უნდა არეგულირებდეს. 

"შენს სიმართლეს იცავ ძალადობრივი სიმართლით და მოძალადეს მე მეძახი. შემომიხტი ოთახში, მანქანაში ვზივარ, კარს არ მაკეტინებენ, ნუ გვეძალადებიო მეუბნებიან, ჩემს მანქანაში კარს არ მაკეტინებენ და ნუ გვეძალადებიო. ეს არის ფასეულობები? დაგმოს რომელიმე ტელევიზიამ, გამოვიდეს და უთხრას ჟურნალისტებს ხალხნო, არ შეიძლება პირად სივრცეში შეჭრა. ამას უვლიან, თვალს ხუჭავენ. მაგრამ, რაც არ უნდა ვთქვათ, ამას გადააკეთებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. აჩვენებენ ჩემს სურათს და კომენტარს ამბობს სულ სხვას. 

კანონმდებლობაში შევიდეს, რომ ნებაყოფლობითი ინტერვიუ არის ნებაყოფლობითი, ესეც დასარეგულირებელია, რომ თუ არ სურს რესპონდენტს პასუხი და თუ კორესპონდენტი აიძულებს, მაშინ მას ეწოდოს მოძალადე და დაიწყოს იქიდან დაჯარიმებით და რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში მისი ძირითადი ტელევიზიაც დაჯარიმდეს და მიიღონ სანქციები", - განაცხადა მეუფე ანტონმა. 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати