USD 2.7203
EUR 3.2029
RUB 3.4550
Тбилиси
მეუფე ანტონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს - ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ?!
дата:  778

„რატომ უქნევთ თითს ქართველ ხალხს, ჩვენს ღირებულებებს..

რატომ ფუთავთ უზნეობას ზნეობრიობის მანტიაში. გველს რომ ბულბულს არქმევთ, ნუთუ ფიქრობთ თქვენს გაწვრთნილობას და დახვეწილობას სასაუბრო ენაში ეს „ბნელი ხალხი” ვერ მიგიხვდებით?

კარგი დიპლომატიური კურსები გაქვთ გავლილი, შეისიხლხორცეთ რომ დიპლომატია არის ხელოვნება იმისა თუ როგორ აჭამო სხვას ნეხვი, ისე რომ დანარჩენს პირში მარწყვის გემო დარჩეს და მჭამელმაც ამტკიცოს ნამდვილად მარწყვიაო…

საბჭოთა კავშირის დროს, რაზედაც არ უნდა ყოფილიყო მსჯელობა, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერ განყენებულ საკითხზე, დასაწყისში აუცილებლად უნდა გეხსენებინა სკპპ- ამა და ამ და ყრილობის … და ა.შ.

ვამჩნევ ნებისმიერი ჩვენი მოაზროვნე, ხელისუფალი, სასულიერო პირი თუ უბრალოდ პატიოსანი ადამიანი რომ გამოდის, ჯერ აუცილებლად უნდა იხმაროს ძალადობას ვგმობ, ვემიჯნები, რა ძალადობა, ვინაა ძალადობის მომხრე, იცით, როდესაც კაცს თავისმართლების რეჟიმში აგდებთ მოგებული ხართ. თუ ვინმეა მოძალადე ეგ თვენ ხართ, აბსოლიტურ უმრავლესობას ძალადობრივად თავს რომ ახვევთ თქვენს გამრუდებულ შეხედულებებს.

რაიო? შეურაცხყოფილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო? ყველას პირში არ არის და არც იქნება მარწყვის გემო. რა გამოგილევთ გვარამიებს, უგულავებს, ფსევდო ჯაფარიძეებს, კაცთმოძულე ბერძენიშვილებს და უმგვანო დიაცთ რომელთა სახელების ხსენება უხსენებელისავითაა… მაგრამ იცოდეთ ჩვენც ვართ!!! ვერ გიშველით შეფუთული 17 მილიარდი, რომელიც ვითომ ჩვენი კეთილდღეობისთვისაა, ვხდებით უკვე ყველაფერს…

ძალიან მოტრფიალე ვიყავი ევროპული და ამერიკული ღირებებულებების, ვაქტუირობდი კიდეც, ეპარქიაში პირველმა დავაარსე ევროკლუბი „სურიონი“ (რომელსაც უახლოეს დღეეში დავხურავ – თქვენი შემხედვარე).

ბავშვებს ვუხსნიდი – ევროპამ შეიმეცნა, რომ ცხოვრების არსი, პირადი კეთილდღეობა კი არა, კარგ და ჯანსაღ საზოგადოებაში ცხოვრებაა…

თქვენ კი გინდათ დაგვარწმუნოთ, რომ ჯანსაღი საზოგადოება გაყვრილებასთან ერთად თანაცხოვრებაა, რომ გველი ბულბულია და ნეხვი – მარწყვი. უკაცრავად თქვენი იყოს, მიტომ გვაფინანსებთ და გვეხმარებით, რომ ეს მოგვახვიოთ თავზე?

სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო რაში გაძლევთ ეს ხელს, განა ის არ უნდა ერჩივნოთ-თქო რომ, ზნეობის, ვაჟკაცობის იდეალების მატარებელ ხალხთან არ უნდა უჯობდეთ ურთიერთობა ? თქვენი მწერლობა ყველა ნაწარმოებებში, თქვენი ფილმები, ხომ პატრიოტობის, მამაკაცური და ოჯახური ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როდის გადაგვარდით რა დაგემართად, რა უქენით თვენს საზოგადოებას, კულტურას, ხელოვნებას, როგორ დააჩმორეთ ოჯახები, მამაკაცები, რა უქენით თვენს ხალხს.

პარიზის და სხვა დიდი ქალაქების მერად რომ გარყვნილებს აირჩევს იქ ოჯახები და მამაკაცები ცხოვრობენ?

ვიმეორებ, როგორ დააჩმორეთ საზოგადოება, არ გაგივათ ესეთები აქ ქუდზე კაცი გამოვალთ,რომ კანონმდებლობით აიკრძალოს გეიპარადები და მათი პარპაში, ბაღებში სკოლებში, საზოგადოებრივ სახალხო -კულტურულ სივრცეებში.

სულით ხორცამდე მჯერა, რომ არც თვენ მოგწონთ ეს მაგრამ ისეთ სისტემაში შეებით უკან გზა არ გავთ და

ერთი გამოსავალი დაგრჩათ იმსგავსოთ ხალხი და ქვეყნები!!!

მივხვდი და უტყუარი დასკვნა გამოვიტანე : ზნეობრიობის და ვაჟკაცობის იდეალებზე გაზრდილთ, ვერ მოახვევ თავს აღვირახსნილობას, სიბილწეს, დაე გაიხრწნან, მივცეთ გასართობები, „თავისუფლება“

კარგად გაქვთ შეთვისებული, რომ „თავაშვებული ცხოვრება დედაა აღვირახსნილობისა და ბებია უზნეობისა“.

იცით, რომ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს (სამოთხე განათებულია – უქრთამოდ!).

ჩვენ რუსეთს უთხარით უარი, დაგვიმარტოხელეთ და ალერსით გაბრუებულებს და საკენკით მიტყულებულებს

გინდათ მოგვახვიოთ თქვენი მრუში- ბილწი და გარყვნილი იდეალები. გინდათ შეძვრეთ ჩვენს ბაღებში, სკოლებში იქ გინდათ ასწავლოთ და ვადაზე ადრე „გაუნათოთ“ გონება ბავშებს. პირველი ღილი გინდათ

შეუბნიოთ არასწორად დანარჩენი იცით თავისთავად წავა…

ნუ გავიძულებთ დამარტოხელებულებმა ნაცნობ ჭირთან ყოფნა ვირჩიოთ.

გულში ლახვარი სჯობს, უკანალში ლახვარს!

თქვენასვით დახვეწილად და დიპლომატიურად ვერ გწერთ და ასისინდებიან ეხლა ვისაც ღილები აუბნიეთ და პირში მარწყვის გემო დაუტოვეთ., ზოგს ენა არ მოეწონება, ზოგს სურათი ზოგს კიდე რა…“

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати