მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განაცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.
მოქალაქე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე შესაბამისი სამსხურები არიან მობილიზებული.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.