USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
მეტროსადგურ "რუსთაველზე" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო და ხაზიდან მოიხსნა - ამ დროისთვის, მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
Date:  314

მეტროსადგურ "რუსთაველზე" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო.

როგორც "თბილისი პოსტს " თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა.

"ხანძარი არ ყოფილა. ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე იყო დაკვამლიანება. შეფერხება გვქონდა სულ რაღაც 5 წუთი. მეტროსადგური "რუსთაველი" ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას",- აცხადებენ სააგენტოში.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way