მეტროსადგურ "რუსთაველზე" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დაკვამლიანება იყო.
როგორც "თბილისი პოსტს " თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო საჭირო გახდა მატარებლის ხაზიდან მოხსნა.
"ხანძარი არ ყოფილა. ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე იყო დაკვამლიანება. შეფერხება გვქონდა სულ რაღაც 5 წუთი. მეტროსადგური "რუსთაველი" ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას",- აცხადებენ სააგენტოში.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.