USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა
თარიღი:  441

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო.
„ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს არ ვახორციელებთ. იმის გამო, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოქალაქეების მიერ იყო დაბინძურებული, გადავწყვიტეთ, აქციის სახით დაგვესუფთავებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ და მხლოდ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მსგავსი დასუფთავების ღონისძიებები „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პერიოდულად იგეგმება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის