USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
მეტროსადგურ ,,ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაციაზე 1 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
дата:  743

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ ,,ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის 1 723 390 ლარი დაიხარჯა.

მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან, კახა გულედანთან, ანდრია ბასილაიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.

„ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული და გალამაზებული ყოფილიყო, რათა ყველა თაობის ადამიანს სასიამოვნო საღამოების გატარების საშუალება ჰქონოდა. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ნაძალადევის გამგეობას, გამგებელს და ირაკლი ხელაძეს. მადლობას ვუხდი გამგეობის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის და გალამაზებული სივრცისთვის.

განვაგრძობთ დედაქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელებას. ყველა უბანში, რაიონში უნდა არსებობდეს რეკრეაციული სივრცეები. უნდა გავამწვანოთ, გავაფერადოთ ჩვენი დედაქალაქი და საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ამისთვის კი მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეკონომიკური განვითარება გვქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დასრულებული პროექტი, დედაქალაქის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 7 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სარწყავი და გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, ვიდეომონიტორინგის კამერები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. ჩატარდა კედლების მოხატვისა და გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სკვერის გახსნის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის ბენდმა ,,ქიმერა“ დაუკრა.

პროექტი კონტრაქტორმა კომპანიებმა „ქუალითი“ და „დავითი“ შეასრულეს, მის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 723 390 ლარი დაიხარჯა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати