USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა
дата:  600

მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა. ვარკეთილის მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც „მამისონმა“ გაიმარჯვა და ამ ტენდერშიც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები.

ტენდერების მონიტორის სისტემის მონაცემებით, შპს მამისონს 2012 წლის შემდეგ 73 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური მოცულობაც 187 მილიონ ლარამადეა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი 14.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს “მამისონი” 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილსაც შპს “ევროდ ჰოლდინგი” ფლობს. თავად “ევორდ ჰოლდინგის” ამონაწერის მიხედვით, შპს “ევორდ ჰოლდინგის” მესაკუთრე და დირექტორი ბიზნესმენი ნიკოლოზ ჭკადუაა.

მეტრო "გოცირიძეზე" საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონს აღემატება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати