USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
მეთიუ მილერი: ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით
თარიღი:  

რუსეთთან ინდოეთის დაახლოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატები. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გადავხედავთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებს, რომ ვნახოთ, რაზე ისაუბრა მან. ინდოეთთან ნათლად განვაცხადეთ ჩვენი შეშფოთების შესახებ რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, როდესაც რუსეთთან ურთიერთობს, ცალსახად აღნიშნავს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს გაეროს წესდებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა მილერმა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის