USD 2.6333
EUR 3.0191
RUB 3.3776
Tbilisi
მეთიუ მილერი ღაზას სექტორში განხორციელებულ ავიაიერიშზე - ეს არის შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით
Date:  673

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ღაზას სექტორის ქალაქ ბეიტ ლაჰიაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელსაც 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემზარავი ინციდენტია, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"აშშ ღრმად შეშფოთებულია ამ ინციდენტის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვით. ეს იყო შემზარავი ინციდენტი შემზარავი შედეგით. დაღუპულთა საერთო რაოდენობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს ცნობები ამ ინციდენტის შედეგად დაღუპული ორი ათეული ბავშვის შესახებ", - აღნიშნა მილერმა.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისთვის, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე ისრაელის მიერ გუშინ განხორციელებულ საჰაერო იერიშს, სულ მცირე, 92 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი, ემსხვერპლა.

World
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way