USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
მეთიუ მილერი: ჩვენ განვაცხადეთ, რომ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა
дата:  642

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენი [საქართველოსთან] ურთიერთობის გადახედვა დავაანონსეთ იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც საქართველომ მიიღო, და ცოტათი გაბედული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ სერიოზული პოლიტიკური შედეგებია, არა მხოლოდ რიტორიკა.

ეს ეხება დახმარების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვაწვდით, დაახლოებით, 390 მილიონი [აშშ დოლარი], რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში გამოიყო და რაც განხილვის ქვეშაა. ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის პოლიტიკაც ორ კვირაზე ცოტა ხნის წინ გამოვაცხადეთ და რომელსაც ახლა განვიხილავთ - უნდა მივიღოთ თუ არა, და როგორ და როდის უნდა მივიღოთ.

ასე რომ, ჩვენგან მეტს დაინახავთ, ჩვენგან მეტს გაიგებთ ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა…

სახელმწიფო მდივანი იყო, ვინც ეს [ურთიერთობების] გადახედვა დააანონსა, მაგრამ საბოლო ჯამში ეს სხვების მიერ ტარდება სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციაში, და სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად”, - განაცხადა მილერმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати