USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
მეთიუ მილერი - ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო - რაც შეეხება შესაძლო ნაბიჯებს: წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ
თარიღი:  673

გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო - წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით: ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. ადრე, როდესაც ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას…

რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ”, - განაცხადა მილერმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის