USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
Date:  827
ესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფ. ლახუშდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
 
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3 912 981(სამი მილიონ ცხრაას თორმეტიათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარს შეადგენს. რეაბილიტაცია იწყება ცენტრალური გზიდან და მთავრდება სოფ. ლახუშდის ცენტრში. საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 1980 გრძ.მ-ს.
 
არსებული საავტომობილო გზა გრუნტისაა და დაზიანებულია. გზის საპროექტო მონაკვეთზე ამ ეტაპზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწის ვაკისის დამუშავება. პროექტის ფარგლებში გზის ოთხ მონაკვეთზე დაგეგმილია ხელოვნური ნაგებობების და გაბიონებით საყრდენი კედლების მშენებლობა, მოეწყობა წყლის არინების სისტემა, დაიგება ასფალტობეტონის საფარი და ფოლადის ბაგირით შემოიფარგლება გზის ათამდე მონაკვეთი. ასევე პროექტის ფარგლებში გზაზე არსებულ ღელეზე მოეწყობა მონოლითური რკინაბეტონის სახიდე გადასასვლელი.
 
ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2025 წლის აპრილის თვეში.
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT230000737) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „თავადი-I“ ასრულებს.
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way