USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
Tbilisi
მესამე საეკლესიო სკანდალი დაიწყო - მორიგი შეთქმულება პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ
Date:  924

ძალიან მალე, ჩვენ ახალი საეკლესიო სკანდალის მომსწრენი გავხდებით.

ექვს თვეზე მეტია ვფიქრობ, ვისაუბრო ხმამაღლა ამ თემაზე თუ არა. ვფიქრობდი, მგრძნობელობა დაკარგული ქართული საზოგადოება, რომელსაც ვგონებ, უკვე არც არაფერი შეაძრწუნებს, დავზაფრო - სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თუ დავდუმდე და დაველოდო იმას, რაც ვიცი, უეჭველი მოხდება.

ჩვენს წინაპრებს უთქვამთ - მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და აქ ხომ სმენაზე არ არის საუბარი, არამედ გაგებაზე - გააზრებაზე და რაღა დაგიმალოთ ამ ხნის განმავლობაში დუმილის მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ - გაიგებენ? გაიაზრებენ? მიხვდებიან საფრთხეების წონადობას?

არც იმას დავმალავ, რომ სრული ფაზლის ასაწყობად ორი მსგავსი ფიგურა მეჭირა ხელში - მსგავსი, თუმცა შინაარსობრივად განსხვავებული და მათთვის სწორი ადგილის მიჩენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა და მაინც გადავწყვიტე ვთქვა - გითხრათ მესამე საეკლესიო სკანდალის ანუ სპეცოპერაციის შესახებ, პირობითი სახელით - „ვათახსირებთ“, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული მღვდელმთავრების და მათთან დაახლოებული პირების მიერ გახლავთ დაგეგმილი. 

---

მანამ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გაგახსენებთ - ერთი ციანიდის გახმაურებული საქმეა, რომლის მსხვერპლი დეკანოზი გიორგი მამალაძე აღმოჩნდა. მეორე კი ის ცნობილი სინოდის სხდომა, როდესაც მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქი „ამხილა“.

„ამხილა“ ტყუილად არ ჩამისვამს ბრჭყალებში,  რადგან საქმე ბოლომდე არავის მიუყვანია. არც სინოდს და არც სპეციალურ კომისიას ამას შემდეგ ჭყონდიდის ყოფილი ეპისკოპოსისათვის მტკიცებულება არ მოუთხოვია და არც საეკლესიო სასამართლო გაუმართავთ. ამ აქტით სინოდმა - მოდით ვთქვათ, საპატრიარქოს ცალკეულმა ძალებმა, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტყუილში ემხილებინათ, ან მოეთხოვათ მტკიცებულება - პირიქით, საკითხი ჰაერში გამოკიდეს, რითაც საზოგადოებას უთხრეს - ვისაც არ გჯერათ ნუ დაიჯერებთ, ვისაც გჯერათ - გჯეროდეთ.

ახლა თითქოს მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჭყონდიდელმა სიმართლე თქვა თუ არა და რეალურად შეეშინდა თუ არა სინოდს მის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის. მთავარი ის არის, რომ საპატრიარქოს ცალკეულმა ძალებმა - მოდით ამ ძალებს შემდგომ შავ ძალებად მოვიხსენიებ - ამ უმოქმედობით პატრიარქის დისკრედიტაციას შეუწყვეს ხელი. ცხადია მათ აწყობდათ კიდეც რაც მოხდა. ამ ფაქტის შემდეგ „გერმანულ“ და არა მამალაძის ციანიდით სიკვდილს გადარჩენილი პატრიარქის მდგომარეობას სახელი თქვენ მოუძებნეთ. 

კი, მომისმენია არგუმენტები, რომელიც ბოლოს რატომღაც ერთი „მესიჯ-ბოქსით“ სრულდებოდა - „ნეხვი არ უნდა გაქექო“ და ჩემს შემხვედრ კითხვას - „აბა, ნეხვი?“, პასუხად მუდამ ცინიკური ჩაღიმება ეგებებოდა.

ო, დიახ, ეს დიდი ცინიზმია, უდიდესი...

---

ციანიდის საქმეც და პატრიარქის სკანდალი ორივე პირველ რიგში საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორივე სკანდალს  ერთი და იგივე ფიგურანტები ჰყავს კულუარებში, საჯაროდ მოქმედი პირები კი სხვადასხვა.

დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ კლავდა შორენა თეთრუაშვილს და ეს ბრალდებაც და გამომდინარე სასჯელიც არის დანაშაული თავად გიორგი მამალაძის წინააღმდეგ. ის იყო ყურადღების გადასატანი სუბიექტი. საბოლოოდ, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ბრალეული მაინც მამალაძე აღმოჩნდებოდა. სასურველი შედეგი იქნებოდა ის, რომ პატრიარქს მართლა მოკლავდნენ და არა დეკანოზის „ჩატანილი“ ციანიდით, რომელიც მის ჩანთაში არც აღმოჩნდა და სამართალდამცავებმა ვერც კი შეძლეს ციანიდის შეძენის ფაქტის დადასტურება.

რეალურად ციანიდი დიდი ხნით ადრე იყო გერმანიაში ჩატანილი. უბრალოდ დეკანოზს საზღვარი უნდა გადაელახა, ისე, რომ არც იცოდა როგორ გახდა ბრმა იარაღი შეთქმულთა ხელში. შემდეგ ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო. ამაზე იმთავითვე პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა  სოსო ოხანაშვილმა იზრუნა.  

ხომ იცით დიდი შეთქმულებების უბედურება მარტივი ნიუანსით ჩაფლავებაა - აი, ჰიტლერს რომ ბომბიანი ჩემოდანი დაუდეს მაგიდის ქვეშ და...ბუმ... ჰიტლერი გადარჩა... ასე იყო აქაც, მარტივ ვითარებაში ინფორმაციამ გაჟონა... შემდეგ ამ საქმის „შემქმნელმა“ - შავმა ძალებმა საკმაოდ აურიეს გზა-კვალი და დაუბლანდეს საქმე ხელისუფლებას და სამართალდამცავებს.

პატრიარქზე „გულდათუთქულნი“, რეალურად კი მის წინააღმდეგ შეთქმულების მომწყობნი - მშრალად, მაგრამ ტალახიანი კაბებით გამოძვრნენ ვითარებიდან.

სპეცსამსახურებს - ნამდვილ სპეცსამსახურებზე ვსაუბრობ და არა გოგაშვილის მიერ მართულზე - საკმაოდ სწორი სქემები აქვთ. სწორედ ამ სქემების მეშვეობით მოხდა ათასი ვიგინდარასა და სასარგებლო იდიოტის ატორღიალება მეუფე პეტრეს გაჟღერებულ ბრალდებებზე ისე, რომ მათ ხელში არაფერი ეკავათ.  გესლი-გესლს ამატეს - ჭორს ჭორი და.... „ხმების გამავრცელებელი საზოგადოების“ უკან კვლავ ის შავ-ბნელი ძალები იდგნენ.

სინოდის სხვაგვარად მოქცევის შემთხვევაში - მეუფე პეტრესთვის სხდომაზე რომ მიეცათ აზრის გამოხატვის საშუალება - არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ერთადერთი ვისაც ნამდვილად ვერ დავწამებ არაგულწრფელობას, მეუფე პეტრესთან სინოდზე დაპირისპირებისას მეუფე იაკობია, რადგან ის ეგეთია თავისი ხასიათით, თუმცა  ცხადია, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა სწორედ ბნელ ძალებს აძლევდა ხელს.

----

ორივე საქმის - ციანიდის და პატრიარქის სკანდალის მიზანი ერთ შემთხვევაში მისი ფიზიკური ლიკვიდაცია, მეორე შემთხვევაში კი დისკრედიტაცია იყო. ორივე საქმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონკრეტული იერარქები - შავი ძალები იდგნენ.

კონკრეტულად? კონკრეტულად - მეუფე დიმიტრი თავის სიძესთან - პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილთან ერთად, რომელიც თბილისიდან არც მეტი - არც ნაკლები, პირველ პუნქტად სანქტ-პეტერბურგში გაიქცა და რა თქმა უნდა - მეუფე შიო, როგორც რუსეთის რჩეული და ეპისკოპოსად მეუფე დიმიტრის პროტექციით გამორჩეული.

რამდენი ადამიანს ახსოვს მეუფე შიო ბათუმის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც იგი პირდაპირ მოსკოვში - სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, მეუფე დიმიტრის მიერ რეალურად ყალბი დიპლომით აღჭურვილი? (სიყალბე მისი ცხოვრების თანმდევი პროცესია - სადოქტორო დისერტაციაც მოპარული აქვს და ამას ჩემთან ვერ უარყოფს, საიდანაც მოიპარა ძირითადი ნაწილი, იმ ნაშრომის ერთ-ერთი რედაქტორი თავად გახლავართ, დანარჩენი რუსეთიდან ჩამოყვანილ „ტიპებს“ აწერინა.)

მას შედეგ რაც მეუფე დიმიტრიმ პატრიარქისგან პირადად გაიგო, რომ თავად ვერასოდეს გახდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ტექსტით - „ერთი შიოლაშვილი საკმარისია“, არჩევანი შიოს სასარგებლოდ გააკეთა. დანარჩენი კარგად არის ცნობილი - ალფეევის ცნობილ ვიზიტს ვგულისხმობ და მის მიერ კატეგორიულად დასმულ საკითხს პატრიარქის წინაშე - შიოს გამოსარჩევად. (სხვათა შორის, ეს ამბავიც პირველმა მე დავწერე და ვამცნე ქართულ საზოგადოებას).

მეუფე დიმიტრის პატრიარქისადმი ნეგატიური განწყობის სხვა მიზეზიც აქვს, რაზედაც არ ვაპირებ საუბარს.

ისე, ერთი ფაქტის გახსენება არ იქნებოდა ურიგო,  ან უმჯობესია თავად გაიხსენოს მეუფე დიმიტრიმ - ვის საფლავთან მდგომს და ვინ უთხრა მას - „მკვლელო“! და ეს რომ ციანიდის სკანდალის შემდეგ მოხდა, იმედია ახსოვს თავად.

---

არ არის ბატონებო ეგრე ადვილად საქმე როგორც ვიღაც უყურებს - ანუ ზერელედ. ვინ იქნება საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის და ამას აქვს მნიშვნელობა ამ მეზობლისადმი მეტალურად მიბმული ქართული ეკლესიის  არაერთი მღვდელმთავრისთვის.

„ორმა ამბავმა“, გნებავთ „ორმა სკანდალმა“ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უდიდესი ზიანი მიაყენა და ეს ზიანი პირველ რიგში მიადგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის პატრიარქს - ილია მეორეს.

ამის მიუხედავად ამ დრომდე ვერ მოხერხდა „მოხუცის ჩაძაღლება“ - ეკლესია კი კვლავაც დისკრედიტირებულია.

და ეს ვითარება აღმოჩნდა საოცრად სასარგებლო შემდგომი ნაბიჯებისთვის.

---

მესამე შოკი ანუ „ვათახსირებთ“...

საქართველო ეკლესიაში ამჟამად შექმნილი ვითარება ასი პროცენტით ვერ უზრუნველყოფს მოსაყდრის გაპატრიარქებას. რუსეთს ჰყავს სხვა სათადარიგო აქტორებიც - მეუფე ანდრიას (გვაზავა) და მეუფე გერასიმეს (ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი) სახით. თუმცა ისინი მაინც სათადარიგოები არიან და მთავარი მიზანი მაინც შიოს გაპატრიარქებაა.

რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს თავად მოსაყდრისთვის, რომელიც ზნეობრივი პოლიციის, უკაცრავად ინკვიზიციის, მაპატიეთ - კომისიის თავმჯდომარეა და მეუფე დიმიტრისთვის - ყველაზე ბნელი საეკლესიო ენ-ჯე-ოს - მმკ-ს შემქმნელისთვის, რომლის ფორმალური თავკაცობა მოგვიანებით მეუფე შიოს გადაულოცა, მაგრამ დღემდე თავად მართავს იდეოლოგიურად და ფინანსურად.

და გადაწყდა....

სუს-ის კრებსები მაშველი რგოლი აღმოჩნდა...

----

მოკლედ, მიღებულია გადაწყვეტილება, ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბერში გასამართ სინოდის სხდომაზე „გაპარსონ“, გაათახსირონ ორი ეპისკოპოსი - რომლებიც თავის დროზე პატრიარქთან იყვნენ ძალიან დაახლოებულები და კრებსებში „აღმოჩნდნენ“ „ზნეობრივი“ გადაცდომებით.

ნუ გაგიკვირდებათ - სხვა ღვთისმსახურებს არავინ ერჩის, საუბარია მხოლოდ სინოდის წევრებზე, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი რეზონანსი - ეკლესიაში წმენდის დაწყების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე დაბრუნების ეფექტით.

მრევლმა ქების ყიჟინა უნდა დასცეს. მედიამ და საპატრიარქოს ჭორიკანებმა მინიშნებებით და პირდაპირ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ეს ადამიანები ეპისკოპოსები იმიტომ გახდნენ, რომ პატრიარქის გამორჩეული წყალობა ჰქონდათ, ანუ თავად როგორც ბილწად ხუმრობენ ხოლმე საპატრიარქოს კედლებში - „მადლი“.

ისინი არც იმაზე ამბობენ უარს თუ სინოდამდე გაიხდიან კაბებს გასათახსირებელი ეპისკოპოსები - მაშინ უკვე ჭორიკნები იმუშავებენ და ეფექტი იგივე იქნება.

ამასობაში მოვა 4 იანვარი - აღინიშნება პატრიარქის დაბადების დღე, ხოლო შობა საღამოს - პატრიარქის ბოლო საშობაო ეპისტოლეც გაჟღერდება სადაც იგი გადადგომის შესახებ განაცხადებს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა სინოდის წევრებთან  მხოლოდ ერთი კონტექსტით - „მათი ადგილი ჩვენს გვერდით არ არის, გვარცხვენენ“.... რასაც სხვები, თუნდაც მეუფე შიოს მოწინააღმდეგეები თანხმდებიან - საქმე ხომ დელიკატურია და გრუზინულ-ძველბიჭური ლოგიკა მუშაობს: ესარჩლები? ანუ შენც?.... წადი და უმტკიცე მერე რა საიდუმლოს უნახავ მისი ოჯახის წევრებს, ან რა იცი დადასტურებულად მათი ვნებების შესახებ. შენ არ იკადრებ - ისინი იკადრებენ....

სინოდის წევრებთან არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება პატრიარქის იძულება გადადგომაზე...

შემდეგ? შემდეგ პროგრესულებს დაერევიან და ამ სიაში პირველია მეუფე გრიგოლი.... შემდეგ? შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი პატრიარქობის კანდიდატების დრო მოვა - მათაც ერთმანეთის ხელით მოგუდავენ... მაგრამ ეს იქნება მერე, მანამ კი...

აბა, მითხარით, მას შემდეგ რაც ზნეობის კომისიის თავმჯდომარე მოსაყდრე, თრთოლვით და ხმაში ხელოვნურად შეპარებული ჟანგით გამოუტანს კოცონზე დაწვის ვერდიქტს სინოდის წევრებს - რეალურად კი პატრიარქს და ამით აღფრთოვანებული მრევლი და ქართული ვაჟკაცობა დაჰკრავს ყიჟინას - გაბედავს ვინმე და მას არ მისცემს ხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე დასაჯდომად?  მით უფრო, რომ სინოდის წევრების უმეტესობას არც აქვს შესაბამისი ამბიცია, ფხა და მათთვის მთავარია ქონებისა და ეპარქიების შენარჩუნება.

კუდიანების დევნაში კი მთავარი კუდიანების - რუსეთუმეების, რუსული ფაქტორის საკითხი ყველას დაავიწყდება, რადგან ისინი პატრიოტებად და ჭეშმარიტ ქრისტიანებად წარდგებიან პუბლიკის, უკაცრავად მრევლის წინაშე.

მოკლედ ასე: მესამე საეკლესიო სკანდალი - სპეცოპერაცია „ვათახსირებთ“ უკვე დაწყებულია.

---

და რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? უნდა გააკეთოს რამე მან სეკულარულ სახელმწიფოში? ეს ხომ საპარლამენტო არჩევნები არ არის... - აგრემც უქნიათ, დაუხოციათ ერთმანეთი... ვინც დარჩება უფულოდ სად წავა? ფული კი მთავრობას აქვს - ჩვენი ფული, ჩვენზე საბატონებლად...

და თუ ახლა წამით დავფიქრდებით კრებსებზე - საკითხავია ვინ მოიგო მისი გარეთ გამოტანით?

და თუ ახლა კიდევ ერთი წამით დავფიქრდებით - საკუთარი სხეულის განკარგვა უფრო დიდი ცოდვაა თუ ეკლესიის დირექტორობა - რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვება ან სულაც, უდანაშაულო ადამიანის ციხეში ყოფნა? თუმცა ერთი „ჩანს“, მეორე - არა! აღქმაც შესაბამისი აქვს კაც-მრევლს.

მეეჭვება, რომ ბევრი მიხვდება სწორად  რა ზიანს მოუტანს ეს ნაბიჯი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქვეყანას მისი დემორალიზების კუთხით. კუდიანებზე ნადირობის ყიჟინა დროებითი იქნება. სულაც, ე, მანდ, იმავე სხდომაზე არ გამოარჩიონ ახალ ეპისკოპოსებად ვინმე ისეთები, რომლებიც ქართულ თუ არა რუსულ კრებსებში იკავებენ საპატიო ადგილს, გნებავთ ადამის და გნებავთ ევას სამოსელებით...

მაგრამ მთავარი ხომ მაინც ის არის, რომ ალფეევის დასმული პატრიარქი გვეყოლება....

მოკლედ, შესძლებენ ამ გეგმის რეალიზებას თუ არა, ვნახავთ მალე.... უბრალოდ, ძალიან, ძალიან უხერხული და სამარცხვინოა ეს ყველაფერი - დღეს და ახლა ქრისტეს სახელით ადამიანებს ანადგურებდე და ისევ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდე,  - შეგნებულად თუ შეუგნებლად.

ავტორი: გოჩა მირცხულავა

ნეიშენ ჯორჯია

წყარო:https://nation.ge/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way